26 ივნისს ქალაქ ოზურგეთში "Check in Georgia"-ს ფარგლებში ქართული ჯგუფების "Loudspeakers"-ისა და ,"Reggaeon-" ის კონცერტი გაიმართა.
ოზურგეთელი ახალგაზრდებისათვის აღნიშნული ჯგუფების სტუმრობა სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. კონცერტი ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა.
კონცერტს გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ესწრებოდნენ.
"მინდა დღევანდელი დღისთვის კულტურის სამინისტროს და პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ ზაფხულის სეზონი ასე აქტიურად დაიწყო და ჩვენს ქალაქს საინტერესო ჯგუფები სტუმრობენ. ქალაქის განვითარებისთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის საკმარისი და ამიტომაც მზად ვართ კულტურული ღონისძიებების გამართვას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ. "- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
"Check in Georgia"-ს ფარგლებში კონცერტები ქალაქ ოზურგეთში ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
R