თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გასაღიზიანებლად მიიღო.
როგორც თინა ხიდაშელმა გადაცემა "ბარიერში" სტუმრობისას აღნიშნა, შეიარაღებული ძალები აბსოლუტურად ნეიტრალურია პოლიტიკისგან და ვიდრე ის თავდაცვის მინისტრია პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს.
" არ მჭირდება არანაირი გადაწყვეტილების მიღება პარტიული პოზიციიდან, რადგან სახეზეა ძალიან მარტივი ვალდებულება, რომელიც შესასრულებელია. სადაც არ უნდა ვიყო, როგორ საარჩევნო კამპანიაშიც, ხვალ და ზეგ, პირადად, გიორგი კვირიკაშვილის მხარდამჭერი და გულშემატკივარი ვიქნები ბოლოდე.
ის არის ძალიან იშვიათ გამონაკლისს შორის იმ ქართველი პოლიტიკოსებიდან, და თითით ჩამოსათვლელნი არიან ასეთები სამწუხაროდ, რომლებიც იმსახურებენ უზარმაზარ პატივისცემას; რომლებმაც დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული.
პროფესიული და პასუხიმსგებლობიანი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან. ჩემი ქვეყანა არ არის განებივრებული ასეთი პოლიტიკოსებით", – განაცხადა ხიდაშელმა.