ცოტა ხნის წინ გამოცემამ "ვაშინგტონ პოსტი" ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა, თავის მეუღლეზე, პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე პოპულარული ადამიანია ამერიკაში.
სოციოლოგების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიშელს გამოკითხულთა 69 პროცენტი უცხადებს ნდობას, მაშინ, როცა ბარაკის რეიტინგი 56 პროცენტს შეადგენს