"რუსთავი 2"-მა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროა, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK-მ ჩაატარა.
გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და "რუსთავი 2"-ის ცნობით, მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კითხვაზე _ ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გამოკითხულთა 21.7 % "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" ასახელებს; 16.3% "ქართული ოცნებას"; 8,3% "ლეიბორისტული პარტიას"; 7% "ქართული დასი – ჯონდი ბაღათურიას.
საქართველოს გზა – სალომე ზურაბიშვილი გამოკითხულთა 6.8% არ მოსწონს; პატრიოტთა ალიანსი _ 6,8%-ს; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძე 6,5%-ს; ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი _ 6.4%-ს; რესპუბლიკური პარტია _- 6,4%-ს; თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა 6,3 %-ს.
გამოკითხულთა 5,7% ხმას არ მისცემდა ეროვნულ ფორუმს; 5,6% ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძეს; 3,9% ახალი მემარჯვენეებს; 3,8% ედპ-ს;
თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 3,2%-ს არ მოსწონს,; სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე 2,5% -ს; ლადო ბედუკაძე _ ცენტრისტები 0,2%-ს.
არცერთ პარტიას ხმას გამოკითხულთა 6,1% არ მისცემდა, 19,6 % პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო 27,7% გადაწყვეტილება ჯერ არა აქვს მიღებული.
კვლევის ავტორების თქმით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.