თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი.
გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნა, რომ საკითხი მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს.
„თინას მხრიდან არის ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია. იყო რა თქმა უნდა, მიმართულება შეთანხმებული, ეს იყო სააკაშვილის დროს მიღებული მიმართულება, რომ საქართველოში, შემდეგ უკვე იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს საყოველთაო გაწვევა.
მაგრამ, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და ის მოიცავს არა ერთი უწყების ჩართულობას, როგორიც არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი მინიმუმ ტექნიკური მომზადების გარეშე.
მ ზოგადად ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება, პრესკონფერენციებზე თუ პრეს ბრიფინგებზე.
ეს არის ნორმალური ფორმატი, რომ როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, უნდა იყოს მინიმუმ კარგი ტექნიკური მომზადება უწყაბათაშორის გავლილი. ამაზე იყო საუბარი და მე მგონია, რომ ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ და თინასაც ვურჩევ, სჯობს სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.