ავსტრიასა და პოლონეთს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ელექტრო გადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, დატბორილი და დანგრეულია გზები, ასევე საცხოვრებელი სახლები.
როგორც ცნობილია, სამხრეთ ავსტრიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ვენაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, როს გამოც მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.