უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნული განცხადება UATODAY-ის ინფორმაციით, გერამნიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.
"ობიექტური მიზეზების გამო არჩევნების ჩატარება დღესდღეისობით შეუძლებელია, რადგან უსაფრთხოება არ არის დაცული,"_განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, მინსკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეგიონში დღეში რამდენჯერმე ირღვევა.
ამავე დროს, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მომავალში, თუმცა მანამდე, კონფლიქტურ რეგიონებში სროლა უნდა შეწყდეს.