გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე დაბანაკებული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია" დღეიდან ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
გუნდს კვლავინდებურად თემურ მახარაძე გაწვრთნის, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია გუნდის შემადგენლობაში. ასე რომ, გარდამავალი ჩემპიონატის ჩატარებას "გურია" უმეტესად ახალი ფეხბურთელებით აპირებს.
გრიგოლეთის ბაზაზე უკვე იმყოფება და გუნდთან ერთად წვრთნებს გაივლის ოთხი ბრაზილიელი და ერთი კოტრ-დიურელი ფეხბურთელი.
ჩავლილ საფეხბურთო სეზონზე "გურიას" ღირსებას 10 ლეგიონერი ირიცხებოდა, რომელთაგან ოთხმა კლუბი უკითხავად დატოვა, ზოგთან კი კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.