ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
"გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ ფაქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს", _ აცხადებენ საგარეო უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარ დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, ერთ-ერთი ასევე საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.