ტელეწამყვანი ინგა გირგოლია კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"წლების მეგობრობა მაკავშირებდა…ძალიან ვდარდობდი მთელი ეს წლები მის ამბავს..სულ ვკითხულობდი,სულ მკითხულობდა.ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს.ბოლოს ეთერში რომ მყავდა, აშკარად ვეღარ მეტყველებდა კარგად.ძალიან დაღლილი მეჩვენა და უსიცოცხლო…რატომღაც გავიფიქრე რომ მისი ბოლო ეთერი იყო და პროდუსერსაც გავუზიარე ეს ჩემი განცდა. გული მომიკვდა და ძალიან დამწყდა-სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა", _ წერს გრიგოლია საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
ცნობისთვის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრანგეთში გარდაიცვალა.