საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.
"შოკირებული ვარ სტამბოლში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. სასტიკად ვგმობ ამგვარი ძალადობისა და ტერორიზმის გამოვლინებას. მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს საშინელი ტრაგედია უნდა იქცეს დასაწყისად გლობალური ბრძოლის გააქტიურებისათვის ნებისმიერი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათი რელიგიური კუთვნილებისა და ეროვნების მიუხედავად. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ", _ნათქვამია ჯაფარიძის .