სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ხელმძღვანელი ტრეისი ნევილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ტრეისი ნევილს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა,
კახა კახიშვილმა ტრეისი ნევილს და INL-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში INL-ის დახმარებით მრავალი სიახლე დაინერგა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივ მუშაობას მომავალაშიც განაგრძობენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია INL-თან წარმატებით თანამშრომლობს. ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციისა და გადანაწილების მეთოდი, სამინისტროს ათობით თანამშრომელი გადამზადდა და აიმაღლა კვალიფიკაცია აშშ-ში, ასევე, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო მსჯავრდებულთა პროფესიული პროგრამა კულინარიის ხელოვნებაში და სხვა.
(R)