https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელის პრემიერი: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზანი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა

    საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა ირანსა და ისრაელში

    თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს შინმოუსვლელის დაბრუნებაა”

8:06; 30.06.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"9 მაისის ემოციური დღის შემდეგ, გადავწყვიტე, ინტერნეტში მომეძებნა ინფორმაცია ჩემი ბიძის _ ბორის ლომჯარიას შესახებ, რომლის ფრონტიდან გამოგზავნილი უკანასკნელი სამკუთხა ბარათი, ოჯახში 1941 წლის ივლისში მოსულა.

ჩემი ბავშვობის მეხსიერებას მტკივნეულად შემორჩა სურათი _ ბებიას და ბაბუას უსაზღვრო მოლოდინი, ყოველი გაჩერებულ მანქანის ხმაზე, შუაღამეც რომ ყოფილიყო, აივანზე რომ გარბოდნენ, იქნებ, მოვიდესო … ყოველივე ეს დღემდე ტკივილად შემომრჩა… სწორედ ამიტომ mail.ru_ზე შევიტანე მონაცემები და ჩემდა გასაოცრად, მივიღე პასუხი, რომ ბორის ლომჯარია 1941 წელს ტყვედ ჩავარდა. იმყოფებოდა გერმანიის ქალაქი ზანდბოსტელის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაიცვალა იმავე წლის 13 ნოემბერს", _ გვიამბობს ოზურგეთელი ნუნუ მიქელაშვილი, რომელმაც ბებიისგან და დედისგან გადმოცემით იცოდა შინმოუსვლელი ბიძის შესახებ, მერე ძებნა გააგრძელა და მოულოდნელად შედეგიც დადგა.

დიდ სამამულოდ წოდებულ ომში ასეულათასობით ქართველი დაიღუპა და შინმოუსვლელთა უამრავი გვარ-სახელი არსებობს, რომლებსაც დღემდეც კი ეძებენ ნათესავები, შთამომავლები. ერთ-ერთი ასეთი შინმოუსვლელი იყო ოზურგეთის მკვიდრი ბორის ლომჯარია, რომელიც იმ დღეებში, როცა გერმანია შემოიჭრა საბჭოთა კავშირში, სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკრაინაში იხდიდა. მისი ბოლო წერილი, რომელიც მშობლებს გამოუგზავნა, 1941 წლის 10 ივლისით თარიღდება. გაყვითლებული სამკუთხა ბარათი ოპტიმიზმითა და რწმენითაა სავსე: "სალამი დედას, მამას… არ შეშინდეთ. მე, ჯერჯერობით, კარგად ვარ. უკან ვიხევთ. ეშელონით მოვდივართ და ის ტერიტორია, რაც მტერმა წაგვართვა, იწვის. ჩვენ არ გვეგონა, თუ გერმანია დაგვესხმებოდა თავს. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ… ბიჭებს უთხარით, ჯარში წამოიყვანებენ და არ შეშინდნენ. იქნებ, სოსოს მოუწიოს წამოსვლა, არ შეშინდეს! თვითმფრინავი თუ გამოჩნდეს, თხრილში ჩაწექით. უცხო კაცი ოჯახში არ შემოუშვათ."

სოსო უმცროსი ძმაა და ის ომში მოხალისედ მაინც წავიდა იმ მოტივით, რომ "ფრონტზე წასული ჩემი მეგობრების დედებს თვალებში ვერ შევხედავო". მოგვიანებით ისიც უგზოუკვლოდ დაიკარგა.

მოხდა ისე, რომ აღნიშნული ბარათი ბოლო აღმოჩნდა. თუმცა, ომის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგაც, შინმოუსვლელ ბიჭს მშობლები მუდამ ელოდნენ.

_ ბიძაჩემი რომ დაიკარგა, მე მაშინ დაბადებულ არ ვიყავი, თუმცა, მახსოვს ბებიასთან გატარებული ბავშვობა, სოფელ ჭანიეთში. ღამით, როცა მანქანა გაჩერდებოდა, მუდამ გარეთ იყურებოდა, იქნებ, რომელიმე ჩემი შვილი დაბრუნდაო. ამ იმედით იკრიფებოდა ყურძენი ყოველ წელს, მათ სახელზე იწურებოდა ღვინო, იქნებ, რომელიმეს მოუწიოს დალევაო, _ ემოციას და ცრემლებს ვერ იკავებს ნუნუ მიქელაშვილი.

ქალბატონ ნუნუს კარგად ახსოვს ტრადიციული ოჯახის სითბო და ნათესავთა უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთისადმი.

იგი გვიამბობს იმასაც, როგორ გამოცხადდა 1976 წელს გაზეთ "პრავდაში", შინმოუსვლელთა ძებნის შესახებ. იქ იბეჭდებოდა კითხვები. მაშინ, დედის, თინა ლომჯარიას სახელით გაგზავნა შეკითხვა, თუ ვინმემ რაიმე იცოდა ბორის ლომჯარიას შესახებ. მალე გაიგეს, რომ ბორის ლომჯარია 1941 წლის 28 ივლისს ტყვედ ჩავარდნილა "სტარაია რუსასთან".

_ ხოლო ის, რაც ახლა გავიგეთ ინტერნეტის მეშვეობით, მართლა სასწაულია. საბუთი-ანკეტა, რომელიც გერმანელების მიერ საკვირველი სიზუსტითაა შევსებული, ბიძაჩემის ბორის ლომჯარიას ტყვედ ჩავარდნის და გარდაცვალების თარიღებს მიუთითებს. აქ აღწერილია, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ის მოუთავსებიათ ქალაქ ზანდბოსტელის ბანაკში. მითითებულია: "ბორის ლომჯარია. დაბადების წელი 1918 წლის 2 ივნისი. მახარაძე, სოფელი ჭანიეთი. აღმსარებლობით მართლმადიდებელი. მამა ლომჯარია, დედა ქავთარაძე. წაბლისფერთმიანი". ანკეტაზე ასევე დასმულია მისი თითის ანაბეჭდი…

მალე დედაჩემის დაბადების დღეა. სასაფლაოზე აუცილებლად წავალ და დედას და ბებიას უნდა ჩავძახო, რომ მის ძმაზე რაღაცით მტერსაც უზრუნია, რომ უგზოუკვლოდ არ გამქრალიყო _ თუ ამას ზრუნვად ჩავთვლით.

ვიცი, რომ საოცრად თბილი ბებია-ბაბუა მყავდა. თურმე, მათი მეორე შვილი რომ ომში წავიდა, მალე წერილი მოსულა _ დაჭრილი იყო და კიროვაკანის სამხედრო ჰოსპიტალში იწვა. დედა წასულა თავის ძმასთან ერთად, მაგრამ ადგილზე როცა ჩავიდნენ, ნახეს, რომ ჰოსპიტლის ევაკუაცია წინა დღით მომხდარა. ვერაფერი გაიგეს, სად წავიდნენ. ასე დაბრუნებულა შინ და მას შემდეგ ორი შინმოუსვლელის დედა გამხდარა… _ გვიამბობს მტირალი ქალბატონი.

ნუნუ მიქელაშვილი მიიჩნევს, რომ, რაც ახლა მოხდა, ეს იგივე შინმოუსვლელის დაბრუნებაა:

_ ბებია ბოლოს ნატრობდა, სცოდნოდა, სად და როგორ დაიღუპნენ მისი შვილები. ვფიქრობ, ეს ნატვრა აუხდა და მე, მისი შვილიშვილი, რაღაცით გავხდი ამის მონაწილე, ასე მგონია, იგრძნობს, როცა მის სულს სანთლებს ავუნთებ და ამის შესახებ მოვუყვები… _ ამბობს ნუნუ მიქელაშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ილია მეორე: გამორჩეული სასულისერო პირი გარდაიცვალა

13:13; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები თბილისში

12:30; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”- ინფორმაცია მძღოლებისთვის

09:59; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით სახიფათოა”- თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

09:54; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

08:18; 28 თებერვალი, 2026

"ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებზე"

სასამართლომ საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრაში მსჯავრდებული უდანაშაულოდ სცნო

ყველა სიახლე

საზოგადოება

ილია მეორე: გამორჩეული სასულისერო პირი გარდაიცვალა

13:13; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზანი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა

12:52; 28.02.2026
მსოფლიო

საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა ირანსა და ისრაელში

12:45; 28.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები თბილისში

12:30; 28.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული

11:40; 28.02.2026
სამართალი

შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10:40; 28.02.2026
მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:35; 28.02.2026
მთავარი

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

10:30; 28.02.2026
საზოგადოება

“დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”- ინფორმაცია მძღოლებისთვის

9:59; 28.02.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით სახიფათოა”- თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

9:54; 28.02.2026
საზოგადოება

უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

8:18; 28.02.2026
სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო