(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ შობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ყველის ფასი აქამდე არნახული ტემპით გაიზარდა _ ერთი კილოგრამი 9 ლარი ღირდა. როგორც გურულები ამბობდნენ, ყველმა ცხრიანში “გაარტყა”. უფრო მეტიც, ზოგან ცხრალარნახევარიც ღირდა და უპრობლემოდაც იყიდებოდა. რაკი მარხვა დასრულდა და მომდევნო დღესასწაულებიც ახლოვდება, თან შუა ზამთარია, უეჭველია, გამართლდება მოსახლეობის ვარაუდი ყველის უფრო გაძვირების შესახებ. საგრძნობლად გაძვირდა შინაური ქათმის კვერცხის ფასიც _ ერთი ცალი უკვე 40 თეთრი ღირს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved