ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ა(ა)იპ "სპორტული ცენტრის" ახალ ხელმძღვანელს, გურამ იმნაიშვილის დიპლომის ასლს საკუთარ ფეისბუქგვერდზეაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გურამ იმნაიშვილს შესაძლოა დიპლომი არ ჰქონდეს.
აღნიშნულის გადამოწმება თავად იმნაიშვილთან ვცადეთ, თუმცა, მან ტელეფონი გაგვითიშა და შემდეგ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ იმნაიშვილს ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გურამ იმნაიშვილს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ის პროფესიით ეკონომისტია. მან წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის წინაპირობა სწორედ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა იყო.
გურამ იმნაიშვილმა 2004 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ფილიალის სრული კურსი სპეციალობით ეკონომიკა", _ ნათქვამია გამგეობის საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"გურია ნიუსი" ურჩევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამგეობას, კერძოდ, კი გამგებელ ურუშაძეს, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტებითვის პასუხის გაუცემლობა ჩვევად ექცა, ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხოს და კითხვებს პასუხი გასცეს, რითაც ყოველგვარ გაუგებრობას ბოლო მოეღება