ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამიტის საკვანძო საკითხებზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეა საუბარი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
"აღმოსავლეთით, ნატო გააგრძელებს თავისი პარტნიორების, უკრაინის, საქართველოსა და რესპუბლიკა მოლდოვას თავდაცვითუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას, რათა შეძლონ გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რეფორმების გაგრძელება. ალიანსი გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", _ ნათქვამია ინფორმაციაში.