BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული სადაზღვევო კომპანია AETNA თანამშრომლებს კარგად გამოძინებისთვის დამატებით ხელფასს უხდის.
როგორც ცნობილია, სადაზღვევო ფირმა თანამშრომლებს 20 ღამის განმავლობაში კარგად გამოძინებისთვის 25 დოლარს უხდის, რაც წელიწადში 300 დოლარს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია თანამშრომლების ძილზე დაკვირვებას მათ მაჯაზე მიმაგრებული სამაჯურით ახდენს.
2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დასაქმებულები, რომლებსაც ცუდად, ანუ ღამე 7-8 საათზე ნაკლები სძინავთ ნაკლებად პროდუქტიულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ძილში 8 საათზე მეტს ატარებს.
ამერიკის ძილის აკადემიის ინფორმაციით, ამერიკაში დასაქმებული პიროვნება არასაკმარისი ძილის გამო 11 სამუშაო დღეს, ხოლო დღეში 2 დოლარზე მეტს კარგავს.