საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის თანაგუნდელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა კარგი იქნება თუ დიდგორის ველზე გაიმართება.
"ჩვენ ახლა ვართ ძალიან მაგარ ფორმაში, მაგრამ ეს არის ფორმის დასაწყისი. საბოლოო ღონისძიება იქნება არჩევენაბამდე რამდენიმე დღით ადრე რომელიმე სტადიონზე და იქ სულ სუპერფორმაში ვიქნებით. ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი აურა არის. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს", _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც "თავისუფალი ზონა" ავრცელებს.