ქაბულში ორი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქებების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა,ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა, თუმცა მოძრაობა "თალიბანი" აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად 150-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, "თალიბანმა" იერიში მწვანე ფერის ავტობუსებზე განახორციელა, რომლებიც პოლიციის ავტობუსებს ჰგავდნენ და მათი ინფორმაციით, მწვანე ავტობუსებით პოლიციის კადეტები მგზავრობდნენ.