რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და აზერბაიჯანს ვიზიტით ეწვევა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამის შესახებ თავად პაპმა დღეს, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი 30 სექტემბიდან – 2 ოქტომბრის ჩათვლით შედგება.
"სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ვიზიტი გადავწყვიტე იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა მათ უძველეს ქრისტიანულ ფესვებსა და ავამაღლო იმედი და მშვიდობა", – განაცხადა პაპმა.