თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საგამოცდო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ ერთ აბიტურიენტს დასჭირდა.
ამის შესახებ "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
ექიმების თქმით, აბიტურიენტს მუცელი სტკიოდა და გამაყუჩებელი მისცეს.
რაც შეეხება სხვა გამოძახებებს, მათი თქმით, არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ პირველი საგამოცდო სესია უკვე დასრულდა. ამ წუთებში მეორე საგამოცდო სესიის რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. გამოცდა, დაახლოებით, 5 წუთში 15:00 საათზე დაიწყება.