თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
კერძოდ, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173-ე და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების №175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს "ვარკეთილიდან" მე-3 მასივში არსებულ №117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს.