შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ პირველი მაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის პირას, ადიდებულ მდინარეში შველი შენიშნეს, რომელიც წყლიდან ვეღარ გამოდიოდა და დახმარება ესაჭიროებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეომასალასთან ერთად ავრცელებს.
"პოლიციელებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცხოველი მდინარიდან ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა შველი ადგილობრივ ვეტერინართან მიიყვანეს. საბედნიეროდ, სტიქიასთან ბრძოლის დროს ცხოველი არ დაშავებულა. ეს ლამაზი შველი უკვე ტყეში დანავარდობს", _ აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.