ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტონტელბერგის განცხადებით, ყველა კრიტერიუმის დაკამყოფილების შემთხვევაში საქართველო NATO-ს წევრი გახდება, ვარშავის სამიტზე კი, ალიანსი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებს.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა რუსულ სააგენტო „ინტერფაქსისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესის დემონსტრირება მოახდინა, მაგრამ საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი.
ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საქართველოს უკვე აქვს ყველაზე აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები – ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა", _ აღნიშნავს სტონტელბერგი და დასძენს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება ივლისის სამიტზე მოხდება.