ბელგიის მთავრობა მუშაობს ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები კვირაში მხოლოდ 4 დღე შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ პრესკონფერენციაზე, შრომის ბაზრის რეფორმების სერიის ფარგლებში, განაცხადა, რომ დასაქმებულებს უფლება ექნებათ, სამუშაო საათების შემდეგ, გათიშონ ელექტრონული მოწყობილობები და იგნორირება გაუკეთონ სამუშაოსთან დაკავშირებულ შეტყობინებებს სამუშაო საათის შემდეგ, შურისძიების და შიშის გარეშე. ხოლო უფროსები ვერ შეძლებენ, მათ მიმართ რაიმეს გაკეთებას ,,ზეგანაკვეთურად დაავალდებულონ“.
„ჩვენ ორი რთული წელი გავიარეთ. ამ შეთანხმებით, ჩვენ შუქს ავუნთებთ ეკონომიკას, რომელიც ახლა უფრო ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია. ჩვენი მიზანია, შევძლოთ ხალხისა და ბიზნესის გაძლიერება,“ – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ასევე შრომის ბაზრის რეფორმის პაკეტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს ექნებათ უფლება, სრული განაკვეთით იმუშაონ და ამ შემთხვევაში, მოქნილი გრაფიკის მოთხოვნას შეძლებენ.
Euronews წერს, რომ შესაძლოა, ცვლილებების ამოქმედებას რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან, მიღებამდე, კანონპროექტმა მრავალი მოსმენა უნდა გაიაროს.
ტელკომპანია წერს, რომ ბელგიის ახალი შრომითი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი გავლენას ახდენს დასაქმებულთა სამუშაო-ცხოვრების ბალანსზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
რეფორმის პაკეტის პროექტი, რომელიც შეთანხმებულია ქვეყნის ფედერალურ მთავრობასთან, თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას მოითხოვონ ოთხდღიანი კვირა.
”ეს უნდა გაკეთდეს დასაქმებულის მოთხოვნით, დამსაქმებელმა რაიმე უარის თქმის მყარი მიზეზები უნდა დაასახელონ” – თქვა ბელგიის შრომის მინისტრმა პიერ-ივ დერმანმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის მიმდინარე წლის იანვარში, ბელგიის ფედერალურ მთავრობაში მომუშავე საჯარო მოხელეებს მიეცათ კავშირის გათიშვის უფლება, რაც მათ საშუალებას აძლევდა გამერთოთ სამუშაო მოწყობილობები და უგულებელყოთ შეტყობინებები სამუშაო საათების შემდეგ უფროსების მხრიდან რეპრესიების გარეშე.
[sexy_author_bio]