დღეს ილია მეორეს გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დილიდან წირვა მიმდინარეობს სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქი დაკრძალეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, ტარიელ ხარხელაური საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს – ქართველი პოეტი ამბობს, რომ უწმინდესს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 15 დეკემბერს ეწვია.
ქართველი პოეტი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფება, სადაც ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს.
“მე 15 დეკემბერსაც ვიყავი პატრიარქთან. მაშინაც ხელი თავზე გადამისვა და თავზე მომეფერა. მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ პატრიარქთან კიდევ მომიწია შეხვედრა. პატრიარქმა ისეთ სიმაღლეზე ასწია თამასა, რომ ძალიან რთულია…. პატრიარქმა იცოდა, რა უდნა გაეკეთებინა. პატრიარქმა დაგვანახა, რა შეუძლია, როცა უფლის გზით მიდიხარ”, – თქვა ქართველმა პოეტმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.


































































