კახეთში 40 წლის ქალი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მეზობლებმა კვამლი შენიშნეს და შესაბამის სამსახურს გამოუძახეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ასანთის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი მის ტანსაცმელს მოედო და საწოლზე გავრცელდა. მან მეზობლების დაძახება ვერ შეძლო, რადგან ის ლოგინად იყო ჩავარდნილი და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.