1 ივლისს, ლოტოს 674-ე გათამაშებაში ერთდროულად სოლიდური ჯეკპოტი და მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა. მოგებამ ბილეთზე პირველ კატეგორიაში 2,077,529 ლარი შეადგინა, ხოლო მეორეში – 55,252 ლარი.
ლოტოს წესების მიხედვით, პირველი საპრიზო კატეგორია ანუ ჯეკპოტი ექვსი ძირითადი რიცხვის დამთხვევით ვლინდება. დღეისთვის ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირია – 4 , 9 , 10 , 15 , 27 , 31.
"იღბლიანი რიცხვების საკუთარ ბილეთში აღმოჩენის შემთხვევაში, მისმა მფლობელმა უნდა მიმართოს თბილისში მდებარე საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს და ოფიციალურად წარადგინოს მომგებიანი ბილეთი, _ აღნიშნავენ საქართველოს ლატარიის კომპანიაში, სადაც გამარჯვებულის გამოჩენას ელიან.