დღეს საფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობაზე მორიგი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ დიდ ტურნირებზე (ევროპის პირველობა, მსოფლიოს ჩემპიონატი) გერმანიის ეროვნულ გუნდს „სკუადრა აძურასთან“ მოგება არ გააჩნია. ამის მიუხედავად დღევანდელი შეხვედრის ფავორიტის სტატუსით მაინც გერმანელები სარგებლობენ.
რამდენიმე საათის წინ გერმანელთა კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე შემდეგი განცხადება განათავსა:
"კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად ვემზადებით. გერმანია ამ პირველობის უძლიერესი გუნდია. დარწმუნებული ვარ რომ იტალიასთან წარმატებას მივაღწევთ". – დაწერა მანუელ ნოიერმა.
გერმანია-იტალიის მომავალ შეხვედრას ახლო წარსულში პოპულარული გერმანელი ფეხბურთელი დიტერ ჰიონესიც გამოეხმაურა. ჰერ დიტერი თანამემამულეების წარმატებაში დარწმუნებულია. მიუნჰენის „ბაიერნის“ ყოფილი თავდამსხმელი სავარაუდო ანგარიშსაც აცხადებს – 2:1 გერმანიის სასარგებლოდ.
Sport-express.ru