https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნაგაზი “მურას” გმირობა

19:07; 2.07.2016
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვლავ ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ რეზო ნოდიას გადავცემ.

"ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ძმები გორგილაძეების მოუხელთებელი ბანდა. ოთხნი იყვნენ და მთელ მილიციას სისხლს გვიშრობდნენ. ორი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო „გააუთოეს“ და ძებნის სამსახურს ქანცი გვქონდა გაწყვეტილი მათ დევნაში. კუდზე კი ვეჯექით, მაგრამ მაინც ვერ ვიხელთებდით და მაშინდელი ჩვენი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ყველას მოხსნით გვემუქრებოდა… ერთ მშვენიერ დღეს, ახმეტიდან ჩემმა კოლეგამ და დიდი ხნის მეგობარმა სოსო აღნიაშვილმა დამირეკა და მეუბნება:

– კარგი ამბავი რომ გითხრა, ციკანს დაკლაავ?

სოსო მოქეიფე, ხუმარა კაცი იყო, სიტყვაზე გამოჭერა უყვარდა და, რომ არ გავბითურებულიყავი, მივაგებე: – მე უფრო კარგ ამბავს გეტყვი და ციკანი შენ დაკალი-მეთქი.

– მართლა, მართლა, არ გატყუებ. რომ გითხრა, დაკლაავ? – ჩაუკახურა ისევ სოსომ.

რომ იტყვიან, პურმარილი დაძველებული გვქონდა, თან სოსოც მენატრებოდა და მივუგე:

– ჯანდაბას შენი თავი, მითხარი, როდის ჩამოდიხარ თბილისში, ციკანს დაგიკლავ  და კარგად შევუბეროთ-მეთქი…

– მაშ, მისმინე ეხლა, – თქვა სოსომ, – მააჯექი შენს ავტოსა და ახმეტაში გამოგაზე. შენ რო სისხლი გაგიშრეს, ი გორგილაძეები საავადმყოფოში ყრიან…

თავიდან ვიფიქრე, რომ სოსო მატყუებდა და ჩემი ჩატყუება უნდოდა საქეიფოდ. მაგრამ, შვილები რომ დაიფიცა, დავუჯერე და ჩემს სამ თანამშრომელთან ერთად ახმეტაში გავემგზავრე. საავადმყოფოში რომ მივედით, ძმები გორგილაძეები დაკბენილ-დაგლეჯილები დაგვხვდნენ პალატაში გაშოტილები. სოსომ თითი გაიშვირა მათკენ და ამიხსნა:

– ეს ვერანები მოპარული „უაზიკითა“ მთაში მიდიოდნენ, რომ დაღესტანში გადაპარულიყვნენ დასამალათა. გზაში ცხვრის ფარა შეხვედრიათ და ერთ-ერთ ვერანს უფიქრია, ბატკანსაც თან გავიყოლებთო. მანქანის კარი გაუღია, ხელი უტაცნია ცხვრისთვინა და შიგ შეუგდიათ, კარი კი გამოუხურავთ… ბრიყვები! არ იცოდნენ, რომ ფარებს ქოფაკები დაჰყვებიან. ამ სითეთრეში შეშლიათ, ცხვრის მაგივრად, მეცხვარე ნაგაზი შეუგდიათ მანქანაში და, მეცხვარეებს რომ არ ემარჯვნათ, მურა ოთხივეს წირვას გამოუყვანდა…

სოსოს კოლორიტულ ტონსა და თხრობის მანერაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ კარგა ხანს ვხარხარებდი. გორგილაძეები ორი დღის შემდეგ გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით ჩამოვიყვანე თბილისში. ის ორი დღე კი მე, სოსომ და ჩვენმა კოლეგებმა ზღაპრულად მოვილხინეთ და, ტრადიციულ სადღეგრძელოებთან ერთად, ნაგაზ მურასაც პერსონალურად ვადღეგრძელებდით, რომელმაც შრომა შეგვიმსუბუქა“.

ბატონი ბეგლარ კედია ერთი „უჩვეულო შემთხვევის“ შესახებ მოგვიყვება.

"1970 წელს მე და ჩემი მეწყვილე, წარმოშობით ზუგდიდელი ოთარ მანია, რომელიც ყოფილი მოჭიდავე იყო, „მურმა“ პოლონეთში მიგვავლინა. იქ სოციალისტური ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა სპორტული ფესტივალი ტარდებოდა სხვადასხვა სახეობაში. ოთარმა ჭიდაობის ტურნირი ბრწყინვალედ განვლო და ფინალს მიაღწია. იქ კი მას ბუმბერაზი კუბელი კაპიტანი „დაეჯახა“, რომელთანაც გამარჯვების მიზერული შანსიც კი არ ჰქონდა ოთარს.

– ჭიდაობის ქვეყნიდან ვართ და იქნებ პირველი პერიოდი მაინც გაუძლო, – ვუთხარი ოთარს.

– ვეცდები, – მომიგო მან და ხალიჩაზე გავიდა.

როგორც კი ორთაბრძოლა დაიწყო, კუბელი ხარივით ეტაკა ჩემს ძმაკაცს. ოთარმა კი მალულად თითი ატაკა თვალში, რომ  შეტევა შეენელებინა. კუბელს მცირე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ორთაბრძოლაც განახლდა. თუმცა, უკვე ოთარი იყო გაცეცხლებული. ის კუბელს მიეჭრა. ხელები მძლავრად ჩაავლო და წამში ძირს დასცა – გოლიათს სუფთად მოუგო პირველივე პერიოდში.

– გილოცავ, ოთარ, მაგრამ როგორ მოახერხე ეს? შენ რომ გიყურებდი, გამძინვარებულ ვეფხვს ჰგავდი, – ვუთხარი ოთარ მანიას.

– გავცეცხლდი კი არა და, მადლობელი იყოს, რომ არ მოვკალი. თვალში რომ თითი ვატაკე, მეგრულად მითხრა: – „სკან დიდა ფხო…“ – მითხრა ჯერ კიდევ აღგზნებულმა ოთარმა.

ერთი სიტყვით, თურმე იმ კუბელს მოსკოვში უსწავლია და საერთო საცხოვრებელში სამეგრელოს მკვიდრ სტუდენტებთან ძმაკაცობდა, რომლებისგანაც მშვენივრად აუთვისებია მეგრული. დამარცხებული გოლიათი კუბელი საღამოს რესტორანში დავპატიჟეთ და რომ დათვრა, „ოდოია“ არ დასცხო!“

დღვანდელი კრიმინალური მოგონებების დასასრულს ქუთაისში გადავინაცვლოთ. ბატონი მალხაზ ტყებუჩავა ამ ქალაქში თავის დროზე გახმაურებულ ორ „კრიმინალს“ გაიხსენებს.

„ქუთაისში რომ ვმუშაობდი მილიციის სამმართველოს ოპერმუშაკებად, ერთი მეწყვილე მყავდა, პირობითად მას რომანი ვუწოდოთ. რომანს ძალიან პატიოსანი და მოხდენილი ცოლი ჰყავდა – იზო (პირობითი სახელი).

ერთხელ მე და რომანი ქალაქში რომ ვმორიგეობდით (ვპატრულირებდით), ძალიან მოგვშივდა და რომანმა თავის სახლში დამპატიჟა და მითხრა:

– წამოდი ჩემთან, იზოიას რამე ექნება და ვჭამოთ, თან ცოტაც „ჩავარტყათო“.

დალევაზე სასტიკი უარი ვუთხარი, რადგან მორიგეობა გვიან ღამით გვიმთავრდებოდა, ბევრი საქმე გვქონდა და „ასობისტებს“ რომ დავეჭირეთ, „გაგვტისკავდნენ“… არც სახლში ავყევი, რადგან ვიცოდი, დალევას დამაძალებდა და ცდუნებას ვერ გავუძლებდი. ამიტომ, მანქანაში დავრჩი, რომანი კი სახლში ავიდა „სუხოი პაიოკის“ ჩამოსატანად. არ გასულა ათიოდე წუთი, რომ გაცეცხლებული რომანი სადარბაზოდან გამოვარდა გინებ-გინებით, კარს წიხლი ჩასცხო და სახეშეშლილი წამოვიდა მანქანისკენ. ჩაჯდა და უშვერი სიტყვებით  დაუწყო ცოლს გინება.

– რომანია, ბიჭო, რა მოხდა, რამ გადაგრია-მეთქი, – ვკითხე მეწყვილეს, მან კი გამწარებულმა მიპასუხა:

– რაის რამ გადამრია, ბუჯო, რვა წელია, მე და იზოია ცოლ-ქმარი ვართ და ახლა გავიგე, რომ ბოზი ყოფილა, მე მაგის დედა…

იზოს პატიოსნებაში ეჭვის შეტანა სისულელე იყო და რომანს შევუტიე:

– გაგიჟდი, რომანია? რაის ბოზი, ხომ არ დეიშოკე, რაებს ბოდავ?

– ვბოდავ კი არა და… – თვალები გაუფართოვდა რომანს და მომიყვა, რომ სახლში რომ ასულა და კარი გაუღია, საეჭვო ხვნეშის ხმა გაუგია საძინებლიდან. მისულა, კარი ფრთხილად გაუღია და დაუნახავს, რომ მის საწოლზე საბანწამოფარებული წყვილი ერთ ამბავშია. რომანს მუხის სკამისთვის დაუვლია ხელი, „საბანქვეშელები“ სასტიკად უცემია და უკან წამოსულა.

– სანამ ხმები არ ჩაუწყდათ, მანამდე ვურტყი. დეიხოცნენ, გონია… მივაგდე ასე საბანწაფარებულები და წამევედი, – დაასრულა რომანმა თხრობა. ამ დროს სადარბაზოსთან ტაქსი გაჩერდა, იქიდან კი ორი უზარმაზარი ჩანთით რომანის ცოლი გადმოვიდა.

– ე, ბიჭო, აგერ შენი იზოია, – მივახედე უკან რომანი, რომელიც გაფითრდა და ამოილუღლუღა:

– აბა, ვინ ვცემე მე?..

იმ დილით, თურმე, იზოს ძმა ჩამოსულა სოფლიდან თავის ახალმოყვანილ ცოლთან ერთად. იზოს ჯერ ბავშვები წაუყვანია სკოლაში და სტუმრებისთვის დაუბარებია, – ბაზარშიც გამოვივლიო… ახალგაზრდებმა კი დრო იხელთეს და საძინებელში განმარტოვდნენ… ერთი სიტყვით, ორივე სასტიკად იყო ნაცემი და საწყლებმა თაფლობის თვე საავადმყოფოში გაატარეს. იზომ კი, ეს ამბავი რომ გაიგო, რომანს ერთი წელი არ ელაპარაკებოდა და ძლივს შევარიგე…“

„ერთხელ მე და ჩემი კოლეგა, ოთარ ქორიძე, ქუთაისში ერთ-ერთ ძებნილს ვუთვალთვალებდით. ოცდაოთხი საათის განმავლობაში მანქანაში ვისხედით და იქიდან „ვალივერებდით“ დურბინდით. არც თვალი მოგვიხუჭავს და ლუკმაც არ ჩაგვიდევს პირში. ერთი სიტყვით, გვშია და, იმის თავიც არ გვაქვს, მანქანიდან გადავიდეთ და საჭმელი ვიყიდოთ. უცებ გზაზე ათიოდე წლის გოგონა დავინახეთ, რომელიც ჩანთით ხელში მოდიოდა. მე სამმანეთიანი ამოვაცურე ჯიბიდან, გოგონა მოვიხმე და ვუთხარი:

– ერთი, შენს გაზრდას, გასტრონომში რომ დიდი ხაჭაპური იყიდება, წადი და ის იყიდე-მეთქი.

ბავშვმა ფული გამომართვა და წავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ვხედავ, ისევ მოდის. ხელში უზარმაზარი ხაჭაპური უჭირავს და ჭამს. მოგვიახლოვდა, მანეთიანი გამომიწოდა, „მადლობა ბიძიაო,“ – მითხრა და ჭამა-ჭამით განაგრძო გზა…

მშიერი კი დაგვტოვა იმ ბავშვმა, მაგრამ, ხურდაც მოგვიტანა და, რაც მთავარია, იმდენი ვიხარხარეთ მე და ოთარმა მშიერ კუჭზე, ჭამა გადაგვავიწყდა…“

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

09:44; 13 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება

18:35; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

12:17; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი

11:21; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან

10:31; 5 სექტემბერი, 2026

რას მოუწოდებს "ქართული ოცნება" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს _ "სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი"

ვარძიის სარესტავრაციო სამუშაოებს "ქართუ" 18 მილიონი ლარით აფინანსებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო