მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ.
დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც მშენებლობის დროს უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მრავალსართულიან კორპუსს ბათუმში, სადაც ინციდენტი მოხდა კომპანია "დე-ეს გრუპი" აშენებს.
წყარო: newposts.ge