ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში.
მდივანმა სასტიკი უარი უთხრა: მეარშიყება, ეგ ბერიკაცი.
_ რა მოხდა მერე, გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდა, _ დაამშვიდა ნოდარმა.
მდივანი სულ მთლად აღშფოთდა ამ ამბავზე: გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ გოგონებს ტვინს რომ ურევსო.
ნოდარმა მიაძახა: _ ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება სადმე და დაურეკე.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შეწუხებულმა გოგომ უთხრა: ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენი.
_ ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო, _ უპასუხა ნოდარ დუმბაძემ.
თაკო მეფარიშვილი