"მე არ ვაპირებ ჩემს გვერდით დავიყენო ისეთი ხალხი, ვისაც მხოლოდ პარლამენტარობის სურვილი ამოძრავებს, მე მინდა ისეთები, ვინც ხალხს მიხედავს. ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატი. ჯერ არ ვჩქარობ, ვნახავ ვინ წავა სხვადასხვა პარტიებში, ვის უნდა პარლამენტში მოხვედრა. დღეს ვინც წავა სხვა პარტიებში, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ხალხი არ აინტერესებს. დაიწმინდება ეს ყველაფერი და მე დავაყენებ ძალიან კარგ კანდიდატს" – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ "გურია ნიუსის" კითხვის პასუხად.
ბურჭულაძისვე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ეცდება შეინარჩუნოს მმართველობა, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატთა ავტორიტეტით.
"ხელისუფლება ეცდება მაჟორიტარ კანდიდატად მოსახლეობას თავს რომელიმე ავტორიტეტული პიროვნება მოახვიოს, რომ სათავისოდ გამოიყენოს მისი სახელი. არ ვიცი საბოლოოდ ვისზე შეაჩერებს არჩევანს "ქართული მოცნება", მაგრამ რაც არ უნდა პატივსაცემი პიროვნება უნდა იყოს იგი, ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ უარი ვუთხრათ წინსვლას და დავრჩეთ იგივე მდგომარეობაში, როგორშიც ვართ. მისთვის ხმის არ მიცემით კი შესაძლებელი იქნება გადარჩეს ამ კაცის ნამუსი და დარჩეს ისეთივე პატივსაცემი, როგორიც დღესაა",– თქვა პაატა ბურჭულაძემ.