"ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა. როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც სავარაუდოდ გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები, როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მეცხრე დაწესებულებაში. პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება, მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია. ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია, შესაბმისად მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ გამოძიებას სხვა შანსი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო არ ჰქონდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ არის, რატომ თანამშრომლობდა და აფინანსებდა ტერორისტებს მიხეილ სააკაშვილი." – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved