"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ბოხვაურსა და სოფელ ოზურგეთში, გოჩა ჭეფხოძე და ვალერიან კირკიტაძე თანამდებობიდან განთავისუფლდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსთან" ორივე მათგანმა დაადასტურა და გათავისუფლების მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლა დაასახელეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსმასახურში კი აღნიშნავენ, რომ ორივე წარმომადგენელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
სოფელ ოზურგეთის წარმომადგენელის პოსტი, ვალერიან კირკიტაძის თანაშემწემ ბადრი თავდუმაძემ დაიკავა, ხოლო ბოხვაურის წარმომადგენლად მერაბ დოლიძე დაინიშნა.
რაც შეეხება, იმას, გაგრძელდება თუ არა გათავისუფლებების სერია ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგეობაში, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები აღარ მოხდება.
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გათავისუფლდა.