აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის მედეა ვასაძის ინფორმაციას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა, აჭარის მთავრობის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას პრესსამსახურში განაცხადეს, არჩილ ხაბაძე თანამდებობაზე რჩება.
_არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ამ წუთას მოვედი სამსახურიდან და ადამიანი სამსახურში დავტოვე.
_ქალბატონ მედეა ვასაძეს ვესაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ და მან გვითხრა, რომ 6-ში ან 7-ში არჩილ ხაბაძე დაწერს განცხადებას და წავა თანამდებობიდან…
_ხო მაგრამ 6 ან 7 ხომ არ არის ჯერ?
_ის გვეუბნება, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ბატონ არჩილთან და დადასტურებული ინფორმაცია აქვს…
_მედეა ვასაძე ბევრ რამეს ამბობს ზოგადად, რაც ჰაერიდან მოტანილია და უნდა რომ ასე იყოს, მაგრამ არ არის ჯერჯერობით და რა ვქვათ?
_ანუ ამ ინფორმაციას არ ადასტურებთ?
_მე არ ვადასტურებ მაგ ინფორმაციას ამ წუთისთვის. უკვე მესამემ დამირეკა და ეს გაავრცელა მედეა ვასაძემ. დარწმუნებული ვარ, მისი განცხადების შემდეგ გახდა ეს თემა საინტერესო, დღეს რომ გააკეთა უმაღლეს საბჭოში დებატების დროს. არ არის ეს ადამიანი გადამდგარი და ვაცადოთ, იქნებ არ მიდის არსად, რა ვიცი აბა?! ანუ მე ამ ამბავს ამ წუთში არ გიდასტურებთ.
ამავე თემაზე: