ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი "ამაღლება" ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი გახდა _ "ამაღლებამ" ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ ასახელა ჩოხატაური.
კულტურის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის სოფო ტუღუშის ინფორმაციით, ფესტივალი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, წლის ბოლომდე გამოიცემა DVD ალბომი _ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი _ 2015-2016" და ლაურეატთა ბუკლეტები.