ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი აბას კიაროსტამი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიაროსტამი საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მას კიბოს დიაგნოზი 2016 წლის მარტში დაუსვეს.
ცნობისთვის, აბას კიაროსტამის ნამუშევარი "ალუბლის გემო" პირველი ირანული ფილმი იყო, რომელსაც კანის 50-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიენიჭა. გარდა ამისა, კიაროსტამი მრავალი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელიც იყო.
კიაროსტამის შემოქმედებიდან ცნობილი ფილმებია: "ცხოვრება გრძელდება", "ჩვენ წაგვიღებს ქარი", "ბილეთები", "ასლი დამოწმებულია".