გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და "საქართველოს მეთევზეთა კლუბს" შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიას ჯიშის თევზები გაუშვეს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს მეთევზეთა კლუბის" წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ- უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.
თბილისსი და მის ახლოს არსებულ ტბორებში გამბუზიას გაშვება კიდევ იგეგმება.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ზიკას ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს საქართველოსა და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონებში ბინადრობს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ზიკას ვირუსი გადააქვს.
კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes Aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ზიკას ვირუსი ბრაზილიაში დაფიქსირდა.
ამავე თემაზე:
საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
"ზიკა" ვირუსის ევროპაში გავრცელებაა მოსალოდნელი
ვიეტნამში ზიკას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
„ოლიმპიადაზე ზიკას გავრცელების დაბალი შანსია"_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია