როგორ ჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას, _ ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ ვერდიქტს.
"მაგდა პაპიძის დის ისტერიკა ვნახე. როგორ კივის, რომ უნდა პროკურორის შვილი მოკვდეს და დავრწმუნდი , ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური. ბურუსით მოცულია მოტივი. როგორ ჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. ესაა ჩემთვის ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი. მე მაინც მგონია რომ მის ფსიქიურ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური. ეს არ მჯერა ყველაზე მეტად თორემ, ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი გადაცემა რომ გავაკეთე. დაუჯერებელი, მაგრამ რეალობა ესაა", _ წერს ჟორჟოლიანი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.