ინდონეზიის ქალაქ სოლოში პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციის შენობაში შესვლას მოტოციკლეტით ცდილობდა, ხოლო როდესაც სამართალდამცავებმა მისი შეჩერება სცადეს, თავი აიფეთქა.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო 1 სამართალდამცავი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, არის თუ არა რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება თავდასხმის ორგანიზატორი.