დღეს, მშობლიურ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ასევე საფრანგეთის სარაგბო კლუბ „ბრივის“ წევრი კარლენ (კახა) ასიეშვილი ესტუმრა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, სპორტსმენმა სასპორტო სკოლის ახალგაზრდა რაგბისტები მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები დაამარცხა და ისტორიული ტურნე "გამოაცხო".
ერთი ფრე და ორი გამარჯვება – ეს ის შედეგია, რომლისაც საქართველოში, სავარაუდოდ, არავის სჯეროდა. ამ წარმატებაში კი თავისი წვლილი კახა ასიეშვილმაც შეიტანა.