https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თეთრი პეპელა მალე შავ დღეს დაგვაყრის

3:06; 13.06.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ცნობილია, ამის მიზეზი, ძირითადად, შესაწამლი მანქანა-დანადგარების აჭარაში გადაგზავნა იყო, რადგან ხელისუფლებამ განაცხადა, საკურორტო სეზონის ჩაშლა გვემუქრება და ამას ვერ დავუშვებთო. სამაგიეროდ, გურულების ნერვული სისტემის მოშლამ კულმინაციას მიაღწია მხოხავი საშინელების გამო, რომელიც საწოლშიც მიცოცავდა, ჭებშიც ცვიოდა და უთვალავი რაოდენობით საცხოვრებელი სახლებისკენ ისე მოიწევდა, ნიჩბითა და ცოცხით მოგერიებას ვერ აუდიოდნენ.

დადგა ზაფხული და ივნისის დასაწყისში, გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, ამერიკული მავნებელი უკვე გამოჩნდა.

ჯერ პეპლის გამოჩენას არ ველოდი და როცა დავინახე, მსხლის ხეს რამდენიმე ტოტი შევაჭერი, რომელსაც უკვე მწვანე ფოთოლიც აღარ ჰქონდა შერჩენილი. ზედ, პეპლისგან მოქსოვილ ბუდეებში, მატლების მრავალი გროვა იყო. ყოველივე ეს ოზურგეთში, მცენარეთა დაცვის სამსახურში მივიტანე. მათ კი მხოლოდ მოისმინეს პრობლემის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურისკენ მიგვითითეს _ ხელმძღვანელი, ვერიკო გულუა გიპასუხებთ, ჩვენ მეტი არაფერი ვიცითო. სპეციალისტი ჯუმბერ ხომერიკი ხუმრობით შემოიფარგლა, სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ მხოლოდ მივალთ, პეპელას ჩავეხუტებით და მერე უკან დავბრუნდებითო (?). თან თავაზიანად გვთხოვა, ეგ ნაგავი აქ არ დაგვიტოვოთ, წაიღეთ და გადააგდეთო. ეს თხოვნა ვეღარ შევუსრულეთ ბატონ ჯუმბერს და ამ ზაფხულს, იქნებ, კიდევ არაერთხელ მივიდეთ მასთან ასე “ხელდამშვენებული”, გვაინტერესებს, ხუმრობითაც როგორ ჩაეხუტება “ამერიკულ ხვითოს”.

საკვირველი ის არის, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები, რომლებთანაც მრავალი წლის მანძილზე, კოლეგიალური, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, არა ერთხელ ვხლებივართ კიდეც ქალაქსა თუ სოფელში შეწამვლით სამუშაოებზე, წელს პირმოკუმული სამინისტროსკენ მიგვითითებენ, იქ გიპასუხებენო. თავს ზევით რა ძალაა. გასაგებია, რომ მათ ამ დღეში ხალხზე და პეპლებზე “მზრუნველი” ხელისუფლება აგდებს და “გურია ნიუსიც” სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ვერიკო გულუას დაუკავშირდა.

_ ქალბატონო ვერიკო, ამერიკული პეპელა უკვე შემოგვესია, ნიმუში ოზურგეთის მცენარეთა დაცვის სამსახურში მივიტანეთ, თუმცა, თქვენთან დაკავშირება გვთხოვეს.

პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტელეფონი გაგვითიშა, მერე კი თვითონ დაგვირეკა: _ სააგენტოს მიერ დაგეგმილია დასავლეთ საქართველოში მწვანე საფარის მთლიანად შეწამვლა სპეციალური სითხით, რომელიც 400 ლიტრის რაოდენობით გადაეცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, 200 ლიტრი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უკვე გადაეცა 400 ლიტრი. ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან ყველა რეგიონში (ეს სპეციალისტები როგორ პირმოკუმულებიც სხედან ადგილებზე, ზემოთ უკვე ვთქვით, მ. ჩ.).

_ მავნებელი უკვე გამოჩნდა და შესაძლოა, წელს შარშანდელზე უარესად შემოგვესიოს.

_ ჯერ ბუდეში გახვეულ მავნებლებს პრეპარატი ვერ მოერევა, რადგან გამოჩენისთანავე, ერთი თუ გარეთ გამოდის, მეორე ბუდეში რჩება. ამიტომ სპეციალისტები თვითონ საზღვრავენ, როდის დაიწყონ შეწამვლის პროცესი. ეს ხდება მაშინ, როცა პეპელას გამოსვლის მაქსიმალური პერიოდია. ახლა ჩვენ რეგიონებიდან გვაქვს ინფორმაცია, უკვე არის სასიგნალო სტარტი.

_ ქალბატონო ვერიკო, შარშანაც გამუდმებით გვესმოდა პრეპარატებით შეწამვლის შესახებ, თუმცა, ხალხი მწვანე მასივების მანქანა-დანადგარით დამუშავებას ითხოვს. ეს მანქანები გასულ წელს ოზურგეთიდან აჭარაში გაგზავნეს.

_ ჩვენი სამანქანო დანადგარები მაინც ვერ შევლენ საკარმიდამო ნაკვეთებში. მოსახლეობას გადაეცემა პრეპარატები და უნდა დაამუშაონ თვითონ. თუ მხოლოდ იმას დაელოდება მოსახლეობა, რომ მანქანები ჩამოვლენ და შეწამლავენ, ასე შედეგი არ იქნება. კომპლექსური ღონისძიება ითვალისწინებს იმას, რომ მავნებელი მოისპოს მანამ, სანამ ბუდეშია. ესაა მაგალითად, გრძელ ჯოხზე დახვეულ ნაჭერზე ანთებული ცეცხლით ადგილზე მიწვა და მისსავე ბუდეში განადგურება.

_ თქვენც იგივეს გვეუბნებით, რაც მუდამ გვესმის ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან. ხალხი ითხოვს ეფექტურ ღონისძიებას, რის გატარების საშუალებასაც მანქანა-დანადგარი იძლევა.

_ იცით, მართლა ძალიან დიდ დროს ვერ დავკარგავ, თუ თქვენმა მეზობელმაც არ გააკეთა იგივე, რასაც თქვენ აკეთებთ, მაშინ კვლავ სკეპტიკურად განწყობილი დარჩებით და აგრესიული იქნებით ჩემ მიმართ. მე გაგეცით პასუხი.

ქალბატონმა ვერიკო გულუამ პირდაპირ დასმული კითხვები, რატომღაც სკეპტიკურად და აგრესიულად მიიჩნია, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს აუდიოჩანაწერიც და რაც მთავარია, გურია, სადაც პეპელამ არაერთხელ შეაწუხა მოსახლეობა, სადაც შესაბამის სამსახურში უკვე ხმასაც არ გვცემენ და დედაქალაქში გვაგზავნიან პასუხის მისაღებად.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალეკო მამეშვილს და ვკითხეთ ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ.

_ ბატონო ალეკო, ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გადმორიცხულია თუ არა 90 000 ლარი, რაც ბიუჯეტში ცვლილების შედეგად შევიდა?

_ ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა უკვე ასახულია ჩვენს ბიუჯეტში. 22 მაისს გამოცხადდა ტენდერი, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ, ქიმიური მეთოდით ბრძოლის ღონისძიებების მომსახურების შესყიდვაზე. პროექტის ღირებულება გახლდათ 98 664 ლარი. გამარჯვებულია შპს “განახლება”, 77 890 ლარით.

_ რამდენი ჰექტარი ფართობი შეიწამლება?

_ მოთხოვნა დამოკიდებული იყო გასახორციელებელი სამუშაოების მოცულობაზე. ხოლო აპარატებით მოხდება 1 500 ჰა ფართობის შეწამვლა ორ ეტაპად, დანარჩენი ფართობები შეიწამლება “ტიფისა” და “დაიანას” ფუგის აპარატებით.

_ როგორ მოხდება თანხის ხარჯვის მონიტორინგი?

_ ჩემი ბრძანების საფუძველზე შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდება გამგეობის და საკრებულოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. მონიტორინგში, ასევე, ჩაერთვებიან სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გურიის წარმომადგენლები.

_ პეპელა უკვე გამოჩნდა. როდის დაიწყება სამუშაოები?

_ თეთრი პეპლის წინააღმდეგ სამუშაოები მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მომავალი კვირიდან დაიწყება. შეწამვლა მოხდება, როგორც “სოლო” აპარატებით, ისე “ტიფისა” და “დაიანა ფუგის” აპარატებით.

მკითხველს შევახსენებ თითქმის ათეული წლის წინანდელი, ოზურგეთის რაიონული გამგეობის დადგენილების შესახებ, რომელიც მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ 2001-2002 წლებში გაწეულ მუშაობასა და გახორციელებულ ღონისძიებებს ეხება _ სამუშაო რვეულში ნაპოვნი მასალა ტყუპისცალივით ჰგავს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებებს, ანუ ამერიკული პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა იგივე ტემპით, იგივე ქმედებით არც წინ მიდის და არც უკან.

მივყვეთ ტექსტს, რომელიც რაიონის გამგეობის დადგენილებას გვამცნობს: “არასაკმარისად იქნეს მიჩნეული მცენარეთა დაცვის სადგურის მუშაობა 2001-2002 წლებში და დაევალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს, მცენარეთა დაცვის სამსახურის მუშაობის გაუმჯობესებისა და 2000 წელს გასახორციელებელ ღონისძიებათა სრულყოფილად ჩატარების მიზნით, გაძლიერდეს სამმართველოს ხელმძღვანელი და მაკოორდინირებელი ფუნქცია, მკვეთრად გამოჩნდეს მცენარეთა დაცვის სამსახურის საკარანტინო ინსპექციის მიერ ჩატარებულ სამუშაოთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სოფლად პროგნოზისა და სიგნალიზაციის წარმომადგენელთა ფუნქციების აღდგენა, რისთვისაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიერ შერჩეულ იქნას (შესაბამისად, სოფლის გამგებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე) სიგნალიზაციისა და პროგნოზის მიმწოდებელ პიროვნებათა კანდიდატურები.”

მკითხველს შევახსენებ, რომ დადგენილებაში სხვა პუნქტებიცაა, მაგრამ ყურადღებას ამ უკანასკნელს მივაპყრობ, სადაც ნათლად ჩანს, რომ გაცილებით ორგანიზებულად და მეტი კონკრეტიკით უდგებოდნენ მავნებელთან ბრძოლის საქმეს. მითუმეტეს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ტყე-ველი ამერიკული პეპლისგან ასე გადახრული.

P.S. როცა სტატიაზე მუშაობა დავასრულე, ჩვენდა გასაკვირად და გასახარადაც, გავიგეთ, რომ ამ წერილის მომზადების დღეს, 8 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში იმყოფებოდა და პეპლების საწინააღმდეგო მუშაობის დაწყება გახსნილად გამოაცხადა.

ადგილობრივ სამსახურებთან თუ სამინისტროსთან “გურია ნიუსის” ორდღიანი კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნის ამბავი, არა მგონია, ჩიტს მიეტანა გოროზიასთან, რადგან ეს ფრთოსანი თეთრ პეპელას არ ჭამს და შესაბამისად, არც მისი ყოფნა-არყოფნის ამბავი აწუხებს. არც პეპელა მიფრინდებოდა იქ, აგერ ვართ და მომწამლეთო. აი, პეპელასთან ჩახუტების ნოვატორული იდეის ავტორს და მის მეგობრებს კი შეიძლებოდა, შეესრულებინათ სიგნალიზაციის მიმწოდებელი პიროვნების როლი. სხვათა შორის, რაიონის გამგეობის ათი წლის წინანდელ დადგენილებაში ასეთი პუნქტიც არის _ “მიზანშეწონილად ჩაითვალოს სოფლად პროგნოზისა და სიგნალიზაციის წარმომადგენელთა ფუნქციების აღდგენა, რისთვისაც სურსათის სამმართველოს მიერ შერჩეული იქნას სიგნალიზაციისა და პროგნოზის მიმწოდებელ პიროვნებათა კანდიდატურები”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რატომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ციფრების

ბიძინა ივანიშვილი: "ბახმაროს განვითარების სურვილი ნამდვილად მქონდა"

ყველა სიახლე

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო