ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქურდობა მოხდა. ბიბლიოთეკის დირექტორის ლიკა ბაქანიძის თქმით, თავდაპირველად ქურდობის მცდელობა კვირა დღეს მოხდა, სიგნალიზაცია ჩაირთო და ქურდები გაიქცნენ. გუშინ კი, ისევ დაფიქსირდა, რადგან უკანა ფანჯარა იყო გატეხილი და დაახლოებით 20 წიგნია წაღებული., მათ შორის დიუმას თხუთმეტომეული.
შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები:
"გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია სსკ. 19 – 177მუხლით, რა ქურდობის მცდელობას გულისხმობს"-გვითხეს პრესსამსახურში.