კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დროს თქვა, რომ ბოლო პერიოდში რაც შეიძლება მეტი კულტურული აქტივობები იგეგმება რეგიონებში.
"მაქსიმალური ძალისხმევა მთავრობის არის მიმართული იქეთ, რომ ხშირა გამიგია და მართალიც არის, ეს თბილისი, რაღაც თავკომბალა გახდა და ყველაფერი ამ თბილისში ხდება.
რეგიონებში იქ სადაც უზარმაზარი ინტელექტუალური შემოქმედებითი პოტენციალი არსებობს, თითქოს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი მთავარი მიზანია რეგიონებში გავიტანოთ კულტურული აქტივობები“, _ თქვა მიხეილ გიორგაძემ.
მანვე თავისი სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სექტემბერში ოზურგეთში ფოლკლორის საერთაშორისო პირველი ფესტივალი გაიმართება.