საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია“ შეიმუშავა – პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
მისი განმარტებით, სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას.
„რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ექნება სხვა უწყებებსაც, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ.
ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.