Diario de Noticiasსაფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობის ერთ-ერთ აღმოჩენად პორტუგალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი რენატუ სანჩესი ითვლება.
18 წლის მოთამაშე მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეულია და პორტუგალიის ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილიც აქვს შეტანილი.
რენატუ ლისაბონის "ბენფიკას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ცოტა ხნის წინ მან კონტრაქტი მიუნჰენის "ბაიერნთან" გააფორმა და ახალი სეზონიდან გერმანულ ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
ოფიციალურად მიღებულია რომ რენატუ 18 წლის ბრძანდება, მაგრამ მისი "ნორჩი" ასაკი გარკვეულ ეჭვებს იპყრობს. ახალგაზრდა მოთამაშის სხეული განსაკუთრებულად "დაკუნთულია" და თავადაც უფრო ზრდასრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთის სპეციალისტმა, 77 წლის გი რუმ სანჩესის ასაკში ეჭვი შეიტანა.
დღეს დილით გამოცემამ "Diario de Noticias" გაავრცელა ცნობა, რომ ევროპის პირველობის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ რენატუ სანჩესი გი რუს წინააღმდეგ სასამართლოში ოფიციალური სარჩელის შეტანას აპირებს. ფეხბურთელი ასაკოვანი ფეხბურთის სპეციალისტისაგან სიტყვების უკან წაღებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.