ოდესის გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 6 ივლისს ავტომობილი მოპარეს. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA უკრაინულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 242 000 დოლარის ღირებულების ავტომობილის გატაცების ორგანიზატორი კანონიერი ქურდი, სერგეი ღლონტი, მეტსახელად გუგაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუგა კიევში პატიმრობაში იმყოფება და 8 ივლისს საქართველოში ექსტრადაციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, ხოლო დაჯგუფებას ოდესის გუბერნატორის ავტომობილი ექსტრადაციის მიღების მიზნით გაატაცებინა.