https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ გასცემენ საჯარო სამსახურები საჯარო ინფორმაციებს

5:01; 11.01.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის წესს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს და საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ გაცემას ავალდებულებს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ათდღიან ვადას საჭიროებს: ეს იმ შემთხვევაში, თუ დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია, განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს, რომ ინფორმაციის გასაცემად ათდღიანი ვადა ესაჭიროება.
რამდენი განცხადება შევიდა ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, ისევე როგორც ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ამის გასარკვევად “გურია ნიუსმა” სწორედ აღნიშნული კოდექსის მე-3 თავით იხელმძღვანელა და ზემოთ ჩამოთვლილ საჯარო სამსახურებს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია მოთხოვა: რამდენი წერილობითი განცხადება შევიდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე; რამდენი გაიცა კანონით გათვალისწინებულ ვადებში და რამდენი _ არა; როგორია ბოლო სამი წლის სტატისტიკა; რა წერია ოფიციალური პირების ოფიციალურ წერილებში და  რას აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ოფიციალური სტატისტიკა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2008 წელს _10; 2009 წელს _16; ხოლო 2010 წელს _ 21 განცხადება შევიდა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი 2008 წელს _ 18; 2009 წელს _ 13; 2010 წელს კი _ 23.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წელს 18 განცხადებით მიმართეს, 2009 წელს _ 12; 2010 წელს კი 15-მა განმცხადებელმა მოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2008 წელს _ 32; 2009 წელს _ 21; 2010 წელს კი _ 56 განცხადება გაატარეს კანცელარიაში.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2008 წელს _ (?!),  2009 წელს _ 32; 2010 წელს _ 117 განაცხადი შევიდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი ბოლო სამი წლის განმავლობაში, იმდენივე განცხადება შევიდა, რამდენიც  2010 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში: 2008 წელს _ 35; 2009 წელს_ 25; 2010 წელს _ 56; სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ 25-მა  განმცხადებელმა მიმართა. 2008 წელს _ 7; 2009 წელს _ 5; 2010 წელს _13.
როგორც ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან,  საჯარო ინფორმაციები განმცხადებლებს კანონმდებლობის დაცვით, კანონით გათვალისწინებულ ვადებში გადაეცათ, თუმცა ამას არ ადასტურებენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ უწყებებს საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის თაობაზე ხშირად მიმართავენ.

რამდენი საჯარო ინფორმაცია მოითხოვა 2010 წელს “გურია ნიუსმა”
“გურია ნიუსმა” სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან მხოლოდ 2010 წელს 230 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. გასული წლის განმავლობაში ქსეროასლის მოსაკრებლისთვის, დაახლოებით, 1 000 ლარამდე გადაიხადა. ამას ემატება სასამართლოში გადახდილი ბაჟის ოდენობაც _ 250 ლარი.

რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი ირაკლი პაპავა “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ სულ 47 ინფორმაციის გამოთხოვის წერილია რეგისტრირებული ორგანიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში, პასუხი ყველაზე მიიღეს, ზოგი _ დროულად, ზოგი _ ვადის დარღვევით:
_ ეს მარტო ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების რაოდენობა კი არა, საერთოდ ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში გაგზავნილი წერილების რაოდენობაა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ვადებთან დაკავშირებული პრობლემები, ძირითადად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგეობასთან გვექმნებოდა.  ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილად გვაწვდიდნენ მოთხოვნილ ინფორმაციას,  _ გვითხრა პაპავამ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის იურისტი ქეთი თოიძე ვადების დარღვევას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის საჯაროობა ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლის გახორციელების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა: _ საია-ს ოზურგეთის ოფისი მუდმივად ახორციელებს ამ კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. 2010 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოებში შეტანილ იქნა 15 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, გამგეობებში შევიდა 18 განცხადება, ხოლო გუბერნატორის ადმინისტრაციაში _ 10. აღსანიშნავია, რომ საია ინფორმაციის გამოთხოვას აწარმოებდა, ასევე, აქტიური მოქალაქეების მეშვეობით, რომლებიც ჩართულნი არიან საია-სა და სამართლიანი არჩევნების ერთობლივ პროექტში “ხალხის მანიფესტი”. მოქალაქეთა მიერ წლის განმავლობაში შეტანილ იქნა 25-მდე განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.
როგორც შედეგები გვიჩვენებს, ძირითად პრობლემას ინფორმაციის საჯაროობის კუთხით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევა. მართალია, საია-ს მიერ შეტანილ თითქმის ყველა განცხადებაზე პასუხი მივიღეთ 10 დღის ვადაში, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებას 10-დღიანი ვადის გამოყენება შეზღუდული აქვს და კანონში პირდაპირ არის გათვალისწინებული ის შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ,გამოყენებულ იქნას ეს ვადა. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არ მოქმედებს ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის პრინციპი იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია წარმოადგენს უკვე გამზადებულ დოკუმენტს და მის მომზადებას 10-დღიანი ვადა არ სჭირდება, _ ამბობს თოიძე.
მისივე თქმით, მაშინაც კი, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, თავად ინფორმაციის ხარისხი, როგორც წესი, არ არის დამაკმაყოფილებელი, ანუ ხშირად ხდება გამოთხოვილი ინფორმაციის არასრული სახით მოწოდება. კიდევ ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები რეალურად არ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს: _ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჩოხატაურის გამგეობა, სადაც მოქალაქის მხრიდან განცხადებების დატოვებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ადრესატს უშუალოდ გამგებელი არ წარმოადგენდა. მოთხოვნა გაკეთებული  იყო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე. ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა საია-ს მხრიდან. წერილობითი განცხადებით, მოვითხოვეთ დასაბუთებული უარი განცხადების არ მიღებასთან დაკავშირებით. ერთი კვირის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ თითქოს მოქალაქემ თავისი ინიციატივით არ დატოვა განცხადება. საია-ს ოზურგეთის ოფისის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაცემული შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების შედეგად, მსგავსი სახის პრობლემები აღმოიფხვრა, _ ამბობს თოიძე.

მოსამართლე ზვიადაძის “წლის გადაწყვეტილება”
“გურია ნიუსმა” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2010 წლის 27 იანვარს მიმართა. მიმართვიდან მეცხრე დღეს ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ: “კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ხერხდება საჯარო ინფორმაციის გაცემა, თვეების მიხედვით პირველადი ბუღალტრული საქმეებიდან ხელშეკრულებების ამოღება, დოკუმენტაციის სიმრავლის გამო. აღნიშნული ინფორმაცია მოგეწოდებათ დამატებით ერთი თვის ვადაში”, _ ოფიციალურ წერილს ხელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე აწერს.
ვინაიდან აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან “გურია ნიუსმა” კანონით დადგენილ ვადებში ვერ მიიღო საჯარო ინფორმაცია, 2010 წლის 24 თებერვალს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, დავალებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ქმედების გახორციელება, ანუ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
“სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად “ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, 2009 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების შესახებ, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე 2008-2009 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული პრემიების, სატელეფონო ბარათების და მივლინების ხარჯების შესახებ მხარეს გადაეცა წერილობითი ფორმით, დედნის სახით”, _ ეს გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა მოსამართლემ, გიორგი ზვიადაძემ მიიღო.
“გურია ნიუსმა” ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინება კანონის შესაბამის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ “გურია ნიუსის” სარჩელი დააკმაყოფილა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინება გააუქმა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორი შეფასების შედეგად, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები: “გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება”, _ აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განჩინებაში.
როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი ჯაბა ზერეკიძე, რომელიც “გურია ნიუსს” ადვოკატირებას უწევდა ამ საქმეში, მიიჩნევს, აღნიშნული განჩინება არ იყო საკმარისად დასაბუთებული და ამასთანავე მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი: _ მოსამართლის განმარტებით, თითქოს და აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა საჯარო ინფორმაციის დედანში გაცემის უფლებამოსილებას, სინამდვილეში კი კანონი ითვალისწინებს ინფორმაციის დედანში გაცნობას, რაც უნდა მოხდეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, სადაც ეს ინფორმაცია ინახება და არა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. თანაც ჩვენ ვითხოვდით კანონის შესაბამისად, დამოწმებული ასლების მიღებას, კანონი,ასევე ითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, ასეთად კი, როგორც აღვნიშნე, მოცემულ შემთხვევაში იყო კანონის შესაბამისად დამოწმებული ასლების მიღება. აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მიიღო სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება და გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინება, _ ამბობს ჯაბა ზერეკიძე.
თუმცა, ზვიადაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, სრული იგნორირება გაუკეთა და მეტიც, ჩვენი შეფასებით, “წლის გადაწყვეტილება” მიიღო: თუ იგი პირველ განჩინებაში წერდა, რომ მოსარჩელე მხარეს გადაეცა საჯარო ინფორმაცია, მეორე განჩინებაში აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე საერთოდ არ ითხოვდა საჯარო ინფორმაციას. ზვიადაძის განჩინებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია მისი ლოგიკა.
“გურია ნიუსი” ამ საქმის გაგრძელებას კვლავაც სამართლებრივი გზით შეეცდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30 დეკემბერი, 2025

ყველის ფასმა ცხრიანში "გაარტყა"

ახალი მოადგილე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო