აფრიკული ფესვების მქონე იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი, კლუბი "მილანიდან" დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა და კვლავ "ლივერპულს" მიაშურა.
ჯერჯერობით უცნობია სუპერმარიო ახალ სეზონში რომელ გუნდში იასპარეზებს. მართალია ხელშეკრულების ძალით ინგლისურ გუნდს ეკუთვნის, მაგრამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოფს მისი სამსახური არ ესაჭიროება.
სანამ მარიო მომავალი კლუბის ძიებაშია, მისმა ღვიძლმა დაიკო აბიგაილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ქალბატონმა აბიგაილმა, გადაწყვიტა, რომ მისი მოწოდება მოდელობაა და, მართალია, ტან-ფეხი არ უვარგა, გახდა მაინც გადაწყვიტა და მჯდომარე მდგომარეობაში რაღაც-რაღაცეები გამოაჩინა.
"გყოველთვის ვიცოდი, რომ მოდელი გავხდებოდი და ახლა ეს ოცნება ამიხდა. თან, ძალიან მინდა, სამოდელო სამყაროში ჩემს ძმას საცოლე მოვუნახო. ის ძალიან კარგი ადამიანია და ზუსტად ვიცი, როგორი გოგო გაუგებს. ერთი უკვე შერჩეული მყავს, მაგრამ, ჯერჯერობით ეს მისთვის არ მითქვამს", – განაცხადა აბიგაილმა.